რთული ტექნიკური მოწყობილობა


ჩვენ კომპანიას შეუძლია შეამოწმოს საწარმოო საშუალებები, მოწყობილობები, კომპიუტერული (ციფრული) ტექნიკა და სხვა. ჩვენს სამსახურში ჩვენ მკაცრად ვიცავთ კონფიდენციალურობის პრინციპებს და ჩვენ ქმედებებს ვათანხმებთ კლიენტის მენეჯერებთან და პერსონალთან, რაც საშუალებას გვაძლევს თანამშრომლობა ავაგოთ ურთიერთგაგებისა და ნდობის მაღალ დონეზე. ინფორმაციული ბაზებისა და მეთოდური დამუშავების არსებობა კი შემკვეთის ხარჯების შემცირებისა და ექსპერტის პრობლემების წარმატებული ამოხსნის საშუალებას გვაძლევს.
ჩვენი კომპანიის სპეციალისტებს შეუძლიათ:
  • დაზიანების ფაქტისა და ხასიათის დადგენა
  • ინციდენტის (ავარიის) მიზეზების განსაზღვრა
  • დანაკლისის შეფასების ჩატარება
  • პასუხისმგებლობის განსაზღვრა ქმედება/უმოქმედობაზე და შედეგებზე
შედეგების მიხედვით გამოიცემა სათანადო ტექნიკურად დასაბუთებული დასკვნა, რომელშიც აღწერილი იქნება მომხდარი შემთხვევის თითოეული ელემენტი. ექსპერტის დასკვნის შეკვეთა შეუძლია როგორც დაზღვეულს (მობილური კავშირის ოპერატორს) აგრეთვე სადაზღვევო კომპანიას (დამზღვევს).