სერვისები


      შპს „Survex Consulting” სთავაზობს სერვისებს სადაზღვეო კომპანიებს:
  • როდესაც საჭიროა რისკების შეფასება დაწესებულების დაზღვევის დროს
  • სადაზღვეო შემთხვევის დროს
  • როდესაც საჭიროა დანაკლისის დარეგულირება საპირისპირო მხარის წარმომადგენელთან ერთად
  • რომლებიც დაინტერესებულები არიან ექსპერტის დამოუკიდებელ დასკვნაში
      შპს „Survex Consulting” სთავაზობს სერვისებს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს:
  • რომლებმაც დააზღვიეს თავიანთი საკუთრება და რომლებსაც, სადაზღვევო შემთხვევის დროს, სადაზღვევო კომპანიის მიმართ გააჩნიათ პრეტენზიები დანაკლისის ანაზღაურების შესახებ.
  • რომლებსაც სხვა ორგანიზაციების მიმართ გააჩნიათ პრეტენზიები დანაკლისის ანაზღაურების შესახებ
  • როდესაც საჭიროა დანაკლისის დარეგულირება საპირისპირო მხარის წარმომადგენელთან ერთად
  • რომლებიც დაინტერესებულები არიან ექსპერტის დამოუკიდებელ დასკვნაში
სადაზღვევო შემთხვევის დროს ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ სადაზღვევო შემთხვევის სრული დამოუკიდებელი ტექნიკური გამოკვლევა, ჩავატაროთ სრული ექსპერტიზა და გავცეთ სრულიად მოტივირებული და დასაბუთებული დასკვნა იმის შესახებ, თუ რა პირობებში და რა მიზეზების გამო მოხდა სადაზღვევო შემთხვევა, ქმედება/უმოქმედობის და გამოწვეული შედეგების მიზეზობრივი კავშირის შესახებ, და აღდგენილი ან სხვა ღირებულებების შესახებ.

დასკვნის შედგენაში გამოიყენება ნორმატიული და სამართლებრივი აქტები (საერთაშორისო კონვენციები, სახელმწიფოებრივი სტანდარტები, მშენებლობის ნორმები და წესები, ოქმები და ა.შ) და აგრეთვე მეთოდოლოგიური და სპეციალური ლიტერატურა.

ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენი ექსპერტები ოპერატიულად გადიან სომხეთის რეგიონებსა და რესპუბლიკის საზღვარგარეთ. ჩვენ ვუზრუნველყოფთ კლიენტს მომხდარი შემთხვევის ყველა ვითარების ფოტოსურათით და ვიდეომატერიალით. დასკვნის მოცულობა დამოკიდებულია კლიენტის მოთხოვნებზე და კლიენტების წინაშე დადგმულ საკითხებზე.