ტვირთები და ტვირთგადაზიდვები


სატრანსპორტო პროცესის განხორციელების დროს შესაძლოა გამოჩნდეს შემდეგი პრობლემები: დაზიანება, დანაკლისი, ტვირთის ტაცება და ა.შ სურვეიერი არის დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომელსაც ჩვენ ვიწვევთ პრობლემების გამოჩენის შემთხვევაში, და ტვირთების დაზიანების ინსპექცია (სურვეი) არის ტვირთებისა და გადაზიდვის პირობების ექსპერტიზა. ინსპექტორის მომსახურება შეიცავს:
  • დატვირთვის/გადმოტვირთვის თითოეულ ეტაპზე ტვირთების დათვალიერებას; ტვირთის ხარისხის, რაოდენობის, შეფუთვის მდგომარეობის, გადაზიდვის პირობების კონტროლს.
  • ტვირთის რაოდენობის შეფასებას და სატრანსპორტო საშუალებაზე ტვირთის განთავსების კონტროლს (დაწყობა, დამაგრება, უსაფრთხოება)
  • სატრანსპორტო საშუალების შესაძლებლობების და ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას უსაფრთხო გადაზიდვის და დატვირთვის/გადმოტვირთვის მიზნით.
ინსპექტორის დასკვნა ადგენს დაზიანების ფაქტს, ხასიათს, ოდენობას, მიზეზს და მხარეების პასუხისმგებლობას. ინსპექტორის დასკვნის შეკვეთა შეუძლია როგორც სადაზღვევო კომპანიას (დამზღვევს) აგრეთვე ტვირთის მფლობელს (დაზღვეულს) და ტვირთის გამგზავნს. გადაზიდვის პროცესის მონაწილეებს შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი გაზარდონ დაზიანების რაოდენობა. სხვა მხრიდან, სადაზღვევო შემთხვევის დროს, დამზღვევმა შეიძლება შეამციროს სადაზღვევო ანაზღაურების თანხა, რომელიც უნდა გადაუხადოს დაზღვეულს, ან საერთოდ უარი თქვას გადახდაზე. დაზღვეულის ან დამზღვევისგან განსხვავებით დამოუკიდებელი ინსპექტორი არ არის დაინტერესებული ექსპერტიზის შედეგებით, ამიტომ მის დასკვნას შეუძლია ობიექტური სურათის ჩვენება.